სასტუმროზე თავდასხმისას 14 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 25.01.2017
- 12:41
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სასტუმროზე მომხდარი თავდასხმისას. ამის შესახებ სააგენტო DPA პოლიციელებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.
სასტუმრო Dayah-ზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. დანაღმული ავტომობილი კარს დაეჯახა, აფეთქების შემდეგ ტერორიტები შენობაში შეიჭრნენ. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, დაიჭრა ოთხიჟურნალისტი, რომლებიც სასტუმროში მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ.
სასტუმრო სომალის პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს. მისი სტუმრები ხშირად არიან პოლიტიკოსები, სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება ”ალ-შაბაბმა” აიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200