png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნინო გოგუაძე: ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში

  • პოლიტიკა
  • 25.01.2017
  • 15:47
ნინო გოგუაძე: ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და იმ პოზიტიურ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც პროექტის ტექსტშია ასახული.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში 2015 წლიდან შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. დღეს წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ანსამბლეაზე რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გაუმჯობესებებს, სირთულეებს, გამოწვევებს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა დელეგაციამ სხვა დელეგაციის წევრებთან ერთობლივი მუშაობით მოახერხა რეზოლუციაში ასახულიყო ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც მედიათავისუფლების, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით არის საქართველოში და აღსანიშნავია, რომ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ დაგვიჭირა ამაში მხარი. რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში, ასევე არის საკითხი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით თუმცა, ვინაიდან ამ რეზოლუციაზე დიდი ხნის წინ იყო მუშაობა დაწყებული, საკმაოდ ცოტა აღმოჩნდა დრო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან შესაძლებელი ყოფილიყო რეზოლუციის ამ ნაწილის დეტალებზე საუბარი და ამიტომ, ეს ჩანაწერიც დარჩა რეზოლუციაში. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესების თვალსაზრით, ტენდენციების თვალსაზრისით პოზიტიურია რეზოლუცია. პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში ამ რეზოლუციაში", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge