png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და UNDP-მ 1 მლნ დოლარიანი პროექტი დაასრულეს

  • საზოგადოება
  • 25.01.2017
  • 15:48
 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და UNDP-მ 1 მლნ დოლარიანი პროექტი დაასრულეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დაასრულეს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროექტი, რომელიც  საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს.

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა  გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა მიმართეს.   

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარებოს პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა  კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) თანამონაწილეობით.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ათ დაცულ ტერიტორიასა და ეროვნულ პარკში  რამდენიმე ინფრასტრუქტული პროექტი განხორციელდა. განახლდა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობები და ტურისტებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნიკით აღიჭურვა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და რეინჯერთა სამსახურები. მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტი, რაც გულისხმობს სახელფასო დანამატს პარკების ადმინისტრაციების თანამშრომელთათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას და დანამატს საკვებზე ღამისთევის პატრულირებაში მონაწილე რეინჯერებისათვის.

დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც ემსახურება გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge