png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კობა გვენეტაძე: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

  • ეკონომიკა
  • 25.01.2017
  • 16:20
 კობა გვენეტაძე: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ქუთაისში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ ქუთაისში, განსაკუთრებული ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ქალაქში ტარდება, ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში და მისი როლი ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ქუთაისში შეხვედრით ეროვნული ბანკი იწყებს კომუნიკაციის ახალ ეტაპს - როგორც გახსოვთ, წლის დასაწყისში ჩვენ შევპირდით საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავმართავდით ბრიფინგს. ავხსნიდით კომიტეტის გადაწყვეტილებებს და ვუპასუხებდით თქვენს შეკითხვებს. ამ ტრადიციისთვის არ გადაგვიხვევია და ასეთი ბრიფინგი რამდენჯერმე ჩავატარეთ თბილისში. დღეიდან, ვიწყებთ უკვე რეგიონებში შეხვედრებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვგეგმავთ ადგილობრივ მედიასთან, ბიზნესთან, სამეცნიერო წრეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრებს.

დღეს როგორც იცით, შევხდებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმსაც გავაფორმებთ მათთან.

ასევე შევხვდებით ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, წუხილებს, რეკომენდაციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge