გია ცერცვაძე კიევის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
- სამართალი
- 26.01.2017
- 15:21
უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცეპოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალები სრულად არ გადაუგზავნა.
პროცესი საპროტესტო შეძახილების ფონზე დასრულდა. დარბაზში გაიშალა საქართველოს დროშაც.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართველ მებრძოლს აუცილებლად გაათავისუფლებენ და ეს მხოლოდ „დროის საკითხია“. „თუმცა, ციხეში გატარებული ყოველი დღე სამარცხვინოა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება. ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200