png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

PSP-ს მხარდაჭერით ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა დუბაის საერთაშორისო მარათონში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

  • საზოგადოება
  • 27.01.2017
  • 11:00
 PSP-ს მხარდაჭერით ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა დუბაის საერთაშორისო მარათონში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

ქართველ ვეტერან მარათონელთა ნაკრები გუნდი მორბენალ პროფესორ დავით ტატიშვილის თაოსნობით შეიკრიბა. PSP-ს მხარდაჭერით ამ გუნდმა 20 იანვარს დუბაიში ჩატარებულ ყოველწლიურ მარათონში 50-დან 75 წლის ასაკამდე 5 ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა  და საუკეთესო გუნდური შედეგით სხვადასხვა კონტინენტიდან მსოფლიოს პრაქტიკულად  ყველა ქვეყნის, მათ შორის საუკეთესო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მარათონელთა ნაკრებ გუნდებს  აჯობა.  ვასილ სანიკიძემ 65-69 წწ ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მე-2 ადგილზე გასული იაპონელი მორბენალი. ამავე ასაკობრივ ჯგუფში მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი ხარაზიშვილმა. სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ ამაზასპ მამიკონიანი (50-54 წწ) და გუნდის უხუცესი წევრი ალფრედ გერცვოლფი (70-74 წწ); მე-4 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა სპირიდონ ვალიშვილი (55-59 წწ). მაღალი შედეგები აჩვენეს გუნდის სხვა წევრებმაც, ამავე ასაკობრივ ჯგუფში (55-59 წწ) დავით ტატიშვილმა და 60-64 წწ ასაკობრივ ჯგუფში თენგიზ ლაცაბიძემ.

„თითქმის 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ რბენაში ვმონაწილეობ. ჩვენ ვეტერან სპორტსმენებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. მათი სპორტული ფორმის და შესაძლებლობების შეფასებამ მაფიქრებინა, რომ საერთაშორისო მარათონულ რბენაში აუცილებლად საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ. ძალიან მოტივირებული და მობილიზებულები შეუდგნენ ტურნირისთვის მზადებას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდის მხარდაჭერის სურვილი კომპანია პსპ-მ დაგვიდასტურა. ასეთი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ ვეტერან სპორტსმენებს და მსაგავსი პრეცედენტი პირველია საქართველოში. რისთვისაც ყველას სახელით მადლობას ვუხდი  „პსპ“-ს - განაცხადა დავით ტატიშვილმა.

„პსპ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა ვეტერანი სპორტსმენებისადმი. გვჯეროდა, რომ  მათი დებიუტი მსოფლიო რბენაზე წარმატებული იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას“- განაცხადეს „პსპ“-ში.   

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge