png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

  • საზოგადოება
  • 27.01.2017
  • 09:38
 მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავი იყო. საეკლესიო წყაროების ცნობით, წმიდა ნინოს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ბავშვობიდანვე ჰქონდა, რათა მცხეთაში დაკრძალული ქრისტეს კვართისთვის თაყვანი ეცა. IV საუკუნის დასაწყისში კვართის ადგილის მოსანახულებლად და იბერიის გასაქრისტიანებლად ის საქართველოში ჩამოვიდა. 

ამ დროს იბერიის მეფე იყო მირიანი, ხოლო დედოფალი - ნანა. წმინდა ნინომ მოძებნა ადგილი, სადაც კვართი იყო ჩამარხული და მის ადგილას მეფე მირიანმა 12 მოციქულის სახელზე სვეტიცხოვლის ტაძარი ააშენა. წმინდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად იბერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ რუსი ეგზარქოსების მმართველობის დროს, როდესაც ქართულ ეკლესია-მონასტრებში რუსულენოვანი წირვა-ლოცვა და გალობა ინერგებოდა, 27 იანვარი (ძველი სტილით 14 იანვარი) ერთადერთი დღე იყო, როდესაც ეკლესიაში ქართულ ენაზე წირავდნენ. ამდენად, 27 იანვარი - ნინოობა ქართული ენის, წირვა-ლოცვისა და გალობის გადარჩენა-აღორძინების დღედაც ითვლება. 

ნინოობას მართმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 27 იანვარს, წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge