ბათუმში ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- საზოგადოება
- 29.01.2017
- 12:31
ბათუმში ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა თამარის დასახლებაში მოხდა.
დამწვარია საცხოვრებელი სახლის სახურავი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200