png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამერიკიდან მიგრანტების გაძევების შესახებ განკარგულება დროებით შეჩერდა

  • მსოფლიო
  • 29.01.2017
  • 13:56
ამერიკიდან მიგრანტების გაძევების შესახებ განკარგულება დროებით შეჩერდა

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ნიუ იორკის ფედერალური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, პრეზიდენტის განკარგულება შვიდი ქვეყნის მიგრანტების გაძევების შესახებ ძალაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი“ ავრცელებს.

ნიუ-იორკის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ამერიკული ვიზების მქონე მიგრანტების აეროპორტებიდან გაძევება დროებითი აკრძალა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანების მიუხედავად მიიღო. ამ სახით მოსამართლე ენ დონელიმ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის სარჩელი დააკმაყოფილა.

კავშირის ცნობით, გადაწყვეტილება სატრანზიტო ზონებში მყოფ 200-მდე ადამიანს შეეხება. თეთრი სახლის ლიდერის მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიელი დევნილების მიღება განუსაზღვრელი ვადით და სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების მიღება 120 დღით შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტმა „ქვეყნის რადიკალური მუსლიმებისგან“ დაცვის სურვილით იხელმძღვანელა. 

ტრამპის განკარგულებიდან გამომდინარე, ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებმა ამერკაში გაფრენაზე უარი უნდა თქვან, თუ მათ ბინადრობის უფლება ან დიპლომატიური ვიზა არ აქვთ. 

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის გარდა, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ამერიკის ეროვნულ ცენტრსაც შეაქვს. მსგავსი სურვილის შესახებ ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭომაც განაცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge