png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.01.2017
  • 14:45
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. თანამშრომლობა ისეთ სფეროებს შეეხება,როგორიცაა სასამართლო სისტემა, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები.

მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზეცც ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ქართული მხარისთვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ინკლუზიურია და ყველა გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღება.

ირაკლი კობახიძემ თორბიორნ იაგლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიშისთვის. პარლამენტისთავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ სამდივნოს დელეგაციას არ ეძლევა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება, რათა ადგილზე შეაფასოს არსებული მდგომარეობა. მიუხედავადამისა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშები საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნულიანგარიშების მომზადება საქართველოს მიმართ ყურადღებისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებიც განიხილეს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. სხვადასხვათემაზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე,სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში. შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასთან. გვქონდა ძალიანსაინტერესო დისკუსია გენერალურ მდივანთან და კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემშეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge