png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით

  • საზოგადოება
  • 30.01.2017
  • 15:56
გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით

საქართველოში პირველად, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა.

ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე ემუშავათ.

ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და სტატისტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან მონაცემთა ვიზუალიზაციით. ისინი  3-6 კაციან გუნდებად გაერთიანდნენ და ორი დღის განმავლობაში  ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემებზე მუშაობდნენ. ჰაკათონის მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.

ჰაკათონი Jumpstart Georgia-ს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა FLEX-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA)  და  თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამარჯვებული გუნდები სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი ბანკმა გამარჯვებულ 2 გუნდს(გამოცემა on.ge-ს გუნდი და საქართველოს რეგიონში მოქმედ დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანების გუნდი) ფულადი პრიზები გადასცა.

"ჩვენთვის ინფორმაციის ვიზუალიზაცია ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. თიბისი ბანკი ძალიან ხშირად კლიენტებს, პარტნიორებს, ინვესტორებს თუ საზოგადოებას ელაპარაკება „ციფრების ენით". მონაცემების სწორი აღქმადობის ჩამოსაყალიბებლად  მათი ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თუ  ინფორმაციის გადაცემა მოხდება ვიზუალურად მაღალ დონეზე, ეს მონაცემებისა და ციფრების  აღქმას გაამარტივებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა.  საბოლოოდ 100 მონაწილე აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა. პროექტის ფარგლებში შედგა რამდენიმე  მოსამზადებელი შეხვედრაც. ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge