primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

თიბისი ბანკის ანგარიში საზოგადოებას

  • ეკონომიკა
  • 31.01.2017
  • 11:36
 თიბისი ბანკის ანგარიში საზოგადოებას

თიბისი გალერეაში შეკრებილ  მედიას და საზოგადოების წარმომადგენლებს, თიბისი ბანკმა განხორციელებული CSR - პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თიბისი ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა;  CSR ინვესტიციების და პოლიტიკის მხრივ, თიბისი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან   Barclays, HSBC, Deutche Bank და სხვები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას  ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ,  თიბისი ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია - ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება,  კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები,  რაგბის პოპულარიზაცია და სხვ.  

ქართული ბიზნეს სექტორისთვის სიახლეა ისიც, რომ კერძო კომპანია საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს სოციალური პასუხისმგებლობის ქოლგის ქვეშ განხორციელებული პროექტების შესახებ. როგორც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, თიბისი რეგულარულად შესთავაზებს საზოგადოებას ამგვარ ანგარიშს, რითაც პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს.

„თიბისელობა არ ნიშნავს იყო მხოლოდ ჩვენი ბანკის თანამშრომელი, ჩვენ თიბისელად მიგვაჩნია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს ხედვას და ღირებულებებს იზიარებს.  ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველას  სოციალური პასუხისმგებლობა გვაერთიანებს, თითოეული თქვენგანი თანამონაწილეა იმ კარგი წამოწყებებისა,  რომელსაც ერთად ვახორციელებთ,“  - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.

თიბისი გამოირჩევა თანამშრომლებზე ორიენტირებული სოციალური პროექტებითაც -   პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელიც უცხოეთში სწავლას მოიცავს, თიბისი აკადემია,   ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“ , მრავალშვილიანების ფინანსური წახალისება და  სხვ.

პრეზენტაციაზე შეკრებილ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ვიდეორგოლი, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინიციატივა მოხვდა, რომელიც  2015-2016 წლებში თიბისის მხარდაჭერით შედგა.  განხორციელებული პროექტები ბანკისთვის პრიორიტეტულ 4 მიმართულებაში გაერთიანდა: ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.

თიბისი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას,  2017  წლის აქცენტები კვლავ იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge