png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ინვესტორებს შეხვდება

  • ეკონომიკა
  • 27.10.2015
  • 11:58
გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ინვესტორებს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

გიორგი კვირიკაშვილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური პოტენციალის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და სიანვესტიციო გარემოს შეაფასებს. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი რაინერ ლინდრენი წარუძღვება, მინისტრი რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრებს. გაიმართება შეხვედრა გერმანიის საშუალო ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, რომელსაც გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარე მარკუს პელზნერი წარუძღვება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს ასევე გერმანელ კოლეგასთან, გერმანის ფედერალური კანცლერის ოფისში, ბუნდესტაგსა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენელებთან. განხილული იქნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში 28-29 ოქტომბერს გასტანს.  ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მაღალ დონეზე მიმდინარე დიალოგის გაგრძელებას წარმოადგენს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge