png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზნით ოჯახების შეფასების კრიტერიუმები იცვლება

  • საზოგადოება
  • 31.01.2017
  • 17:18
 დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზნით ოჯახების შეფასების კრიტერიუმები იცვლება

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“  ცვლილებები შედის. უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრის  N320 ბრძანებაში   კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება.  

ცვლილებების თანახმად,  დევნილ ოჯახს რომელსაც ორი  არასრულწლოვანი წევრი ჰყავს 1ქულა მიენიჭება, სამ არასრულწლოვან წევრზე 2 ქულა, ოთხ არასრულწლოვან წევრზე სამი ქულა, ხოლო  ყოველი  მომდევნო არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დამატებით 0,5 ქულა. ამ დრომდე, დევნილ ოჯახს 1 ქულა ენიჭებოდა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იყო სამი არასრულწლოვანი წევრი, ხოლო ყოველ მომდევნოზე  არასრულწლოვან წევრზე დამატებით მხოლოდ 0,5 ქულა.  

კრიტერიუმებში შესატანი ცვლილებების მიხედვით,  ოჯახი რომლის წევრიც იყო  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი  და გარდაეცვალა მიიღებს 1,5 ქულას. ამ დრომდე, ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა. 

დევნილი ოჯახი, რომლის წევრიც   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გარდაიცვალა და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, მიიღებს 3 ქულას.  ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. 
ასევე, ოჯახი, რომლის წევრიც  არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი 2 ქულის ნაცვლად მიიღებს 3 ქულას.  ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. 
დევნილი ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია თბილისში და „სოფლად სახლის შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში,   შეავსებს განაცხადს დამატებით მიენიჭება 2,5 ქულა. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს. 

გარდა ამისა, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს,  2 ქულის ნაცვლად, მიენიჭება 2,5 ქულა, თუ იგი   განაცხადს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსებს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge