png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 01.02.2017
  • 15:15
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერს შეხვდა

ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ვფიქრობ, რომ ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. ამისთვის ორივე მხარემ ვიშრომეთ", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა და დევიდ მაკალისტერს კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიულ პროცესებზე, რეფორმებზე საქართველოში. მან მოგვილოცა არჩევნების შედეგები და გამოთქვა ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რაც საქართველოში ხორციელდება. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, მყარი მხარდაჭერა იმ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ რეზოლუციას.ველოდებით ხვალინდელ დღეს. ხვალ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ამ მოლოდინს გვიქმნის ის განწყობები, რომლებიც არის ევროპარლამენტში. ეს, როგორც იცით, ხვალინდელი დღე ასრულებს ევროპარლამენტის მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ იქნება მიღებული", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge