png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - გიორგი კვირიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.02.2017
  • 10:45
 დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს ულოცავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა– ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის  ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა.

დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლოდ და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მიმართ იმ  პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერისა, რომლებიც არიან  ევროპარლამენტში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლამენტარს, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე, მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობდა ამ დიდი წარმატების შენებაში. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტს და ყველას, ვინც ძალიან შრომატევად პროცესში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, მართლაც, დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება  დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას.

ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მინდა, მათაც მივულოცო ეს უდიდესი წარმატება!

დღევანდელი წარმატება არის შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა. ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი. და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების შენებას.

ასე რომ, გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს არის თითოეული ჩვენგანის დიდი წარმატება“, - ნათქვამია მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge