ხელვაჩაურში ნანგრევებიდან 19 წლის მამაკაცი ამოიყვანეს
- საზოგადოება
- 02.02.2017
- 13:06
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში გორგაძეების სახლის ნანგრევებიდან 19 წლის ლადო გორგაძე ამოიყვანეს. მაშველები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
სახლი დიდთოვლობის გამო დღეს, დილის საათებში დაინგრა.
შეგახსენებთ, რომ ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 5 სულიანი ოჯახის 3 წევრი. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 60 წლის თამაზ გორგაძე კი გარდაცვლილი იპოვეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200