png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 02.02.2017
  • 16:46
ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ - პრეზიდენტი

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებს უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებთან ერთად ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის.

ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღვანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან.

„პირველ რიგში ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ჩემთვის პატივია, რომ პრეზიდენტმა დღეს აქ, პრეზიდენტის სასახლეში მომიწვია.

ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან;  ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ჩვენ მართლაც ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ნება მომეცით გულითადათ მივულოცოთ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს.

ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი და მოგვიანებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასასრული, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან.

ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო“,  - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

როგორც საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად დაიმსახურა ქართველმა საზოგადოებამ.

„ეს არის დიდი დღე, რადგან საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის რეალურ განხორციელებას დიდი ხანია ელოდება. ეს ასევე აღსანიშნავი დღეა ევროპისთვის, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ევროპის კარი ღიაა მეგობარი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული დღე, რადგან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge