primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერებისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა

  • ეკონომიკა
  • 27.10.2015
  • 16:08
თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერებისათვის  ნაყოფიერი აღმოჩნდა

უკვე 2 წელია რაც თბილისის მოდის კვირეული მიმდინარეობს ეკონომიის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერების უცხოელ მყიდველებთან დაკავშირებას. თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და არც თბილისის მოდის კვირეულის მეთორმეტე სეზონს, რომელიც 2015 წლის, 8-11 ოქტომბერს გაიმართა, ჩაუვლია უშედეგოდ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ღონისძიებაზე ჩამოყვანილ იქნა არა-ერთი გავლენიანი მყიდველი, რომლებიც პირადად გაეცნენ ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს. ღონისძიება საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა წარმოდგენილი დიზაინერებისათვის, რადგან მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო ბრენდებთან მჭიდრო კავშირის დამყარების კუთხით კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ.

ქეთევან ბოჭორიშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულარულად მოხდეს სხვადასხვა მყიდველის ჩამოყვანა და აქტიური კონტაქტის დამყარება ადგილობრივ დიზაინერებთან. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მოდის ინდუსტრიის ფარგლებში შექმნილ პროდუქციას ბევრი ადამიანი გაეცნოს და გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი დივერსიფიცირებულ ბაზრებზე.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შუამავლობითა და ძალისხმევით ამჯერად კომპანია   “გეფერინი“ გახდა გერმანული და უკრაინული კომპანიების ინტერესის საგანი. მყიდველები ამ ეტაპზე განიხილავენ საექსპორტო ხელშეკრულების გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ მოცემული ეტაპისათვის კომპანია „გეფერინი“ საქართველოს მასშტაბით ოთხ მაღაზიას ფლობს, სამომავლო გეგმების კუთხით კი საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და მოცემული კუთხით საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მათი პროდუქცია სოციალური ქსელების მეშვეობით მოსკოვში წარმატებით იყიდება და უახლოეს მომავალში მაღაზიაც იხსნება. დაგეგმილია ოფიციალური ვებ-გვერდის გაშვება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროდუქციის ეფექტურ რეალიზაციას. კომპანიის საწარმოო ნიშის გათვალისწინებით, უცხოელების მხრიდან მოდის კვირეულზე გამოხატული დაინტერესება დროული იყო და შესაბამისად შეუწყობს ხელს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევის კიდევ ერთ შედეგი მილანში მოღვაწე კომპანიის „GUFFANTI CONCEPT SHOWROOM“-ის მხრიდან ქართული პროდუქციით დაინტერესება და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიას კონკრეტული შემოთავაზებებიც აქვს, ის ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის (AKA NANITA) კოლექციის ჩვენებას მოაწყობს იტალიაში, ქალაქ მილანში, ხოლო ბრენდთან MATERIEL სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ასევე მოწვეულ იქნენ მოდის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტები, ვინც პოზიტიურად გააშუქეს თბილისის მოდის კვირეული.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოდის კვირეულს უცხოელი მყიდველები მუდმივად სტუმრობენ და როგორც ფაქტები გვიჩვენებს სათანადოდაც აფასებენ ქართული მოდის ინდუსტრიის პოტენციალს და თანამშრომლობისთვის სამომავლო გეგმებსაც სახავენ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულს უკვე მესამედ უჭერს მხარს და ხელს უწყობს ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებსა და ქართველ დიზაინერებს შორის კავშირების დამყარებაში შეაქვს წვლილი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge