ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერებმა შველი დაჭრეს
- საზოგადოება
- 05.02.2017
- 13:20
ბრაკონიერობის შემთხვევა მოხდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.
თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა.
რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს.
ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200