ივანიშვილისთვის ხეების გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათია გადაკეტილია
- საზოგადოება
- 05.02.2017
- 15:33
ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო. გზის გადაკეტვა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის პროცესის შეფერხებამ გამოიწვია.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ხე წაიქცა და ის ადგილზევე დაჭრეს და საშეშე მასალად წაიღეს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკა, რომელსაც ხეები გადაჰქონდა მაგისტრალზე რჩება და ჯერჯერობით უცნობია როდის გაგრძელდება მისი ტრანსპორტირება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200