png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირმა ინაშვილი ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 06.02.2017
  • 14:32
ირმა ინაშვილი ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა,  ირმა ინაშვილმა ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ აქტიურ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი დაინტერესდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და ფრაქციის ხედვით ამ საკითხზე. „მე ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე თუ რა ინიციატივებით შედის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“  საკონსტიტუციო კომისიაში, როგორია ჩვენი ხედვა ფარული მოსმენების კანონპროექტთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ასევე, საარჩევნო სისტემის რომელ მოდელს ვუჭერთ მხარს,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს და  საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. ირმა ინაშვილმა ელჩს   პარტია „საქართველოს პატრიოტების“ ეკონომიკური პროგრამა გააცნო.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტი ერთმანეთს საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლიტვაში, საქართველოსა და ლიტვის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი დაიგეგმება. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge