მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
- პოლიტიკა
- 06.02.2017
- 16:21
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძე საჯარო სამსახურს ტოვებს და ბიზნესში მიდის. ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის სადაზღვევო სფეროს უბრუნდება და კერძო სექტორში საქმიანობას კომპანია Global Benefits Georgia-ში განაგრძობს.
ვინ განიხილება მის შემცვლელად, აღნიშნულთან დაკავშირებით, ნინო კობახიძე ინფორმაციას არ ფლობს.
„ნინა კობახიძის კომპანია, თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აპირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ხელწერის შემოტანას – ეს იქნება ინოვაციური პროდუქტები და მოქნილი, ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებთან“,- განაცხადა „ფორბსთან“ ინტერვიუში ნინა კობახიძემ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200