png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტრამპი ნატოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

  • მსოფლიო
  • 07.02.2017
  • 10:07
ტრამპი ნატოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ნატოს სრულიად უჭერს მხარს, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გააფრთხილა, რომ მათ აუცილებლად უნდა გადაიხადონ დადგენილი საფასური.  

”ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ ნატოს. მხოლოდ ვთხოვთ, რომ ნატოს წევრებმა სრულიად შეიტანონ სავალდებულო ფინანსური წვლილი, რასაც მათი უმეტესობა არ აკეთებს. ბევრი მათგანი ახლოსაც არ არის ამ ვალდებულებასთან”, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე პრეზიდენტმა ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას მაისში ნატოს ლიდერებთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ტრამპმა და სტოლტენბერგმა განიხილეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ იმისათვის, რომ ნატოს წევრებმა თავდაცვის ხარჯებზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, რომელმაც თავისი როლი ამოწურა.

ამჟამად ნატოს 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ ხუთი (ისლანდიას საკუთარი არმია არ ჰყავს) თავდაცვისთვის ხარჯავს მშპ-ის 2 პროცენტს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge