png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავა

  • სამართალი
  • 07.02.2017
  • 16:54
 პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავეს.

,,გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორ-ეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited“-ი, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ირაკლი კერესელძე კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ირაკლი კერესელიძეს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

2016 წლის 02 დეკემბერს, ირაკლი კერესელიძემ თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა თურქული კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, ირაკლი კერესელიძე არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნია საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge