სოფელ ცაიშში ავტომობილი მდინარეში გადავარდა
- საზოგადოება
- 08.02.2017
- 10:04
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200