თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით სამსახურებიდან კიდევ 4500-მდე თანამშრომელი დაითხოვეს
- მსოფლიო
- 08.02.2017
- 11:18
თურქეთის ხელისუფლებამ გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თანამდებობებიდან კიდევ 4500-მდე ადამიანი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულებს შორის არიან განათლების სამინისტროს, ჟანდარმერიისა და საზოგადოებრივი ტელეკომპანია TRT-ის თანამშრომლები.
2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა. პუტჩის ჩახშობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში ოპოზიციონერი სასულიერო მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200