ნავალნის 5-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს
- მსოფლიო
- 09.02.2017
- 09:49
კიროვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი "კიროვლესის" საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო. ოპოზიციის ლიდერს და ბიზნესმენ პიოტრ ოფიცეროვს ბრალი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი თანხების მითვისებაში დასდეს. ნავალნის 5 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, ოფიცეროვს კი 4 წლიანი განაჩენი გამოუტანეს. გარდა ამისა, მათ 500 ათას რუბლიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. მსჯავრდებულები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ნავალნის თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200