ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცდა
- მსოფლიო
- 09.02.2017
- 10:32
ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცდა. როგორც Fox News-ი იტყობინება, რაკეტა თეირანის აღმოსავლეთით სასტარტო მოედნიდან გაუშვეს. მანამდე იმავე მოედნიდან ბალისტიკური რაკეტა იანვარშიც გამოსცადეს.
როგორც წყარომ ტელეკომპანიას განუცხადა, ირანმა ახლო მოქმედების რაკეტა - ”მიწა-ჰაერი” გაუშვა, რომელიც სასტრატო მოედნიდამ 56 კმ-ში ჩავარდა.
29 იანვარს ირანმა საშუალო მოქმედებეის რაკეტა თეირანიდამ 225 კმ-ში გაუშვა. რაკეტამ აფეთქებამდე 966 კმ გაიარა. აღსანიშნავია, რომ გაერო 2015 წლის რეზოლუციის თანახმად, ირანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200