ავღანეთში წითელი ჯვრის თანამშრომლები მოკლეს
- მსოფლიო
- 09.02.2017
- 11:33
წითელი ჯვარი ავღანეთში საქმიანობას დროებით წყვეტს. ამის მიზეზი ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯაუზჯანის პროვინციაში ორგანიზაციის 6 თანამშრომლის მკვლელობა გახდა.
ჰუმანიტარული მისის თანამშრომლებს, რომლებსაც დიდთოვლობისა და მეწყრისგან დაზარალებულ რეგიონში სურსათი მიჰქონდათ, თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰორასანის ვილაიათის“ მებრძოლებს აკისრებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200