png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

აჭარაში 9 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

  • საზოგადოება
  • 09.02.2017
  • 13:02
 აჭარაში 9 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

თამარის დასახლებაში მდებარე "სოციალურ სახლში" 9 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. დღეს ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა.

უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.

აღნიშნულმა კომისიამ 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა. თამარის დასახლებაში არსებული „სოციალური სახლი“ 116 ბინიანია და ამ დროისთვის ყველა საცხოვრებელი ბინა შესაბამისი საჭიროების ოჯახებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში თამარის დასახლებაში(58 ბინა) და სოფელ ვაშლოვანში (72 ბინა) 2 „სოციალურ სახლში“ კიდევ 130 ოჯახი მიიღებს ბინას საკუთრებაში.

აღნიშნული სოციალური სახლების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის კიდევ ერთი 23 ბინიანი „სოციალური სახლი“ ხელვაჩაურში,ურეხში შენდება და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე ე.წ „სოციალურ სახლებში“ არსებული საცხოვრებელი ბინები აჭარის მთავრობის მიერ საკუთრებაში სულ 276 ოჯახს გადაეცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge