საფრანგეთის ატომურ ელქტროსადგურზე აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 09.02.2017
- 14:33
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ატომურ ელქტროსადგურზე აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. გაზეთ Ouest France -ის ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
აფეთქება ადგილობრივი დროით 10.00 საათზე მოხდა. ინციდენტის ადგილზე საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200