png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საკრებულოში თბილისი-რუსთავის სამგზავრო გადაყვანებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს

  • საზოგადოება
  • 09.02.2017
  • 17:19
 საკრებულოში თბილისი-რუსთავის სამგზავრო გადაყვანებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით,   თბილისის  მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსსა და რუსთავის მერიის  წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც  ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე   ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობდა, თბილისი-რუსთავის სამგზავრო გადაყვანებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი M1 და M2 კატეგორიის ტრანსპორტის თვითნებური გადაადგილება  მგზავრების გადაყვანასა და თბილისის ტრანსპორტის მოწესრიგებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის. პრობლემები გამოიკვეთა  გაჩერებებთან დაკავშირებითაც, რაც ავტომობილების კომფორტულ გადაადგილებას უშლის ხელს. 

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნოდარ შეროზიამ განაცხადა,  

რუსთავის მერია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან კოორდინირებულად მუშაობისთვის მზადაა.

საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს  და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და M3 ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების გაზიარებას დაპირდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კონკრეტული მარშრუტებისა და გაჩერებების განსაზღვრის მიზნით გარკვეული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ასევე მონიტორინგის გამკაცრების მიმართულებით შესაბამისი რეგულაციების შემოღებაა  აუცილებელი. 

მხარეების გადაწყვეტილებით, ანალოგიური სამუშაო  შეხვედრა რუსთავის მერიაშიც გაიმართება. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომას კომისიის წევრების გარდა აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge