png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პარლამენტმა ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

  • პოლიტიკა
  • 09.02.2017
  • 17:26
პარლამენტმა ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექთა პაკეტი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მირიან წიკლაურმა, I მოსმენით, წარადგინა. მისი განმარტებით, პრინციპების დონეზე ხდება გასაშვილებელი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის უპირატესი გარემოს განსაზღვრა და აღიარება - ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა.

წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის. განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებოლი ორგანოები, აქვე განისაზღვრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში. რეგულირდება ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა-შეჩერებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები. კანონპროექტში მოცემულია საერთაშორისო შვილად აყვანის მარეგულირებელი ნორმები. განისაზღვრება შვილად აყვანის გაუქმებისა და ბათილად ცნობის საფუძვლები, აგრეთვე მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტით, სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება. 
კანონპროექტით ხდება, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც. განისაზღვრა, რომ ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი.

წარმოდგენილი პროექტით, ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები მკაცრდება, საქართველოში მუდმივად მცხოვრები იმ პირებისთვის, რომელთაც ბავშვის შვილად აყვანა სურთ. კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

„აღნიშნულ ცვლილებით წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს“, - განაცხადა მირიან წიკლაურმა. მანვე განმარტა, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ერთი და იმავე მშვილებელი პირებისთვის, რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად აყვანის მიზნით, მხოლოდ 2 შეთავაზებას ახორციელებს.

„კანონპროექტითგამოკვეთილია მთავარი მიზანი - ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში და მის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურებოდეს,“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მან გარკვეულ შენიშვნებზეც გაამახვილა ყურადღება თუმცა, როგორც აღნიშნა ამ საკითხებზე მუხლობრივი განხილვების დროს იმსჯელებენ.

„ეს არის მნიშვნელოვანი კანონი. მართებულია, რომ პარლამენტმა ძალიან დეტალურად იმსჯელოს და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებულია ადამიანის ბედი, დატვირთული ისტორიები - როგორც ემოციურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას თუმცა, დარწმუნებული ვარ, მეორე მოსმენისთვის, კიდევ უფრო დაზუსტებით გავარჩევთ თუ როგორი გადაწყვეტილება არის უმჯობესი თითოეულ მუხლთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge