png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ცერცვაძის პერსონალური მონაცემები რუსეთის ფედერაციას გადასცა - ენმ

  • პოლიტიკა
  • 09.02.2017
  • 18:35
საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ცერცვაძის პერსონალური მონაცემები რუსეთის ფედერაციას გადასცა - ენმ

პარლამენტის სესიაზე ენმ-მ ვიცე პოლკოვნიკ ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა. ინიციატივის შესახებ სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ცერცვაძის პერსონალური მონაცემები რუსეთის ფედერაციას გადასცა. 

ინიციატივას უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია გამოეხმაურა და ენმ ქვეყნის ინტერესების დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია არ გადაეცემა არავის.

,,ენმ არ ისვენებს ოღონდ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის, არამედ პირიქით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს. განცხადებები და ფორმულირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ცალსახად იერიშის მიტანის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.  გია ცერცვაძის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ. ამ საქმეში ჩართული იყო ქვეყნის ყველა კომპეტენტური ორგანო შიგნით და საქართველოს ქვეყნის გარეთ საელჩო. ასე უბრალოდ გადახაზვა წითელი ხაზით ამ საკითხის, არის უმოწყალო სპეკულირება თემასთან მიმართებით. 
ვფიქრობ, დადგენილების პროექტი არ უნდა გავიზიაროთ. ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ფორმულირებული ტექსტი ცალსახად შეიცავს ცილისმწამებლურ პოზიციას სახელმწიფოს მიმართ.

ცალსახად ცილისწამებაა მოცემული დადგენილების პროექტის ფორმულირებაში. სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია არ გადაეცემა არავის. ეს არის მორიგი უპასუხისმგებლობა ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, როცა ძალიან მგრძნობიარე საკითხით მანიპულაციის გზით, თქვენ გსურთ სამხედრო მომსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების და არაინფორმირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით, უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. ქართველი სამხედრო უკრაინის სასამართლომ პატიმრობიდან 26 იანვარს გაათავისუფლა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge