მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა არხის გადარჩენის პროცესში - ზაალ უდუმაშვილი
- კომენტარები
- 10.02.2017
- 15:45
უპირველეს ყოვლისა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს შეიკრიბა „რუსთავი 2“-ის დასაცავად, ამის შესახებ კურიერის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.
”უპირველეს ყოვლისა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს შეიკრიბა „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა არხის გადარჩენის პროცესში. დღეს მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის გადარჩენის პროცესი და საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ რომ დავიცვათ ტელეკომპანია და სიტყვის თავისუფლება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200