ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში 24 წლის ქართველი მამაკაცის გვამი იპოვეს
- სამართალი
- 12.02.2017
- 18:10
სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულის შესახებ news.am სომხურ გამოცემა Shamshyan.com-ზე დაყრდნობით იტყობინება.
გარდაცვლილი „ანი პლაზას“ მე-12 სართულზე მდებარე ნომერში 24 წლის ქართველი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედარს ვენები აქვს გადაჭრილი და კისერზე წებოვანი ლენტი აქვს შემოხვეული.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200