png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 13.02.2017
  • 10:16
გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
საქართველოს შს მინისტრმა პოლონეთის მთავრობას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა პოლონეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენცია.
„პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების გზით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში თანამშრომლობა. ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება რეგიონალურ ფორმატებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ევროპოლის ფარგლებში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც დაეფუძნება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.
შეხვედრაზე ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც შვედეთის ეროვნულ პოლიციასთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. 
გიორგი მღებრიშვილის თქმით, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების დანიშვნამ პოზიტიური შედეგები მოიტანა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge