ლაშა ჟვანია: უწმინდესის ოპერაცია დასრულდა წარმატებით!
- კომენტარები
- 13.02.2017
- 13:29
უწმინდესის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სოციალური ქსელით ავრცელებს,
..უწმინდესის ოპერაცია დასრულდა წარმატებით! ნარკოზიდანაც გამოსულია კარგად. ყველას ლოცვა შეიწირა გამჩენმა! კიდევ დიდხანს, კარგად და მხნედ გვეყოლება!“, - წერს ლაშა ჟვანია.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200