png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თამარ ჩუგოშვილი ისრაელში ვიზიტისას ყურადღებას საინვესტიციო პროექტებზეც გაამახვილებს

  • პოლიტიკა
  • 13.02.2017
  • 15:29
 თამარ ჩუგოშვილი ისრაელში ვიზიტისას ყურადღებას საინვესტიციო პროექტებზეც გაამახვილებს

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ისრაელს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა, რომლის დროსაც ის ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, 14-15 თებერვალს, დაგეგმილია, ასევე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის სხვა შეხვედრები ქნესეთში, მათ შორის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან, მმართველი პარტია „ლიკუდის" საპარლამენტო კოალიციის ლიდერთან დავით ბითანთან, ქალთა სტატუსისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან დეპუტატ აიდა თუმა-სლიმანთან.  თამარ ჩუგოშვილი, ასევე, შეხვდება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და იერუსალიმსა და სამხრეთ ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულებს.

გაცნობით შეხვედრებზე მხარეები  საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გააქტიურებისა და ინსტიტუციურად გამყარების გეგმებს და მიმოიხილავენ საიმიგრაციო თემატიკას.

„ისრაელის ხალხთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების პოლიტიკურ დონეზე კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პროაქტიული მხარდაჭერა იმ თემებს შორის იქნება, რომლებსაც ვიზიტის დროს განვიხილავთ. ჩვენი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით გავააქტიუროთ საპარლამენტო დიპლომატია და მას ინსტიტუციურად გამყარებული სახე მივცეთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა გამგზავრებამდე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თბილისში 16 თებერვალს დაბრუნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge