png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ხალხი თქვენი მაყურებელია! მათი შეურაცხყოფით თავს ისუსტებთ! - ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2-ს აკრიტიკებს

  • საზოგადოება
  • 13.02.2017
  • 16:17
ხალხი თქვენი მაყურებელია! მათი შეურაცხყოფით თავს ისუსტებთ! - ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2-ს აკრიტიკებს

,,ტაბულას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ,,რუსთავი 2“ -ს აკრიტიკებს.

ჩერგოლეიშვილი ,,პოსტსკრიპტუმის“ გუშინდელ გამოშვებაში გიორგი გაბუნიას სიტყვების გამო შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ასეთი საქციელით ბიძინა ივანიშვილს აძლიერებენ.

,,დავით ნარმანიას როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში გონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ადგილი არ არის, ბატონო დავით. თქვენ საკუთარ სახლში, თქვენი ნებაა, საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ..." გადაცემა P.S. გიორგი გაბუნია 12/02/2017

აი, ამ კატასტროფას მოვუსმინე დღეს დილით და ერთი რაღაც მინდა გითხრათ:

მეგობრებო, კოლეგებო, რუსთავი 2-ელებო, რუსთავი ორს ვიცავდი, ვიცავ და დავიცავ, არა იმიტომ რომ თქვენს სარედაქციო პოზიციას ვიზიარებ ყველაფერში, ან თქვენი ყველა გადაცემა მომწონს, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ გაკონტროლებთ და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევ ხელისუფლების კონტროლს მიღმა მოქმედი, (თან პროდასავლური) მედიის არსებობას.

სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან დარტყმის ქვეშ ხართ, ძალიან ხშირად ვიკავებ თავს თქვენი კრიტიკისგან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი.

ასე არ შეიძლება!

გარდა იმისა, რომ ასეთი გამოხტომა იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რის გამოც რუსთავი 2-ს ვიცავ, პრაგმატულადაც ძალიან, ძალიან ცუდია - ჩეჩმა ჩვენს თანამოქალაქეებს კარგი ცხოვრებისგან არ აქვთ, ცუდი ცხოვრებისგან აქვთ! ეს ხალხი თქვენი მაყურებელია! მათი შეურაცხყოფით თავს ისუსტებთ!

ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მჯეროდეს იმ საქმის, რასაც ვემსახურები.

არ გამოვრიცხავ, რომ რისიც მჯერა, ხანდახან არასწორია და ვცდები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მჯერა და არ ვიტყუები - მჯერა ყველა სიტყვის, რასაც თქვენს, ან სხვა ეთერში ვამბობ, ან ვწერ და ძალიან ვბრაზობ, როდესაც ამ რწმენას წყალი უდგება.

ვბრაზობ, როდესაც ვხედავ, რომ პატრიარქით სპეკულირებთ, ვბრაზობ როდესაც ვხედავ, რომ ტვ ობიექტივის გადაცემის ავტორი და ნუგზარ ფოფხაძის შეგირდი გაიხადეთ მთავარ სპიკერად და ფიქრობთ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს აზიანებთ - სინამდვილეში პირიქით, ლეგიტიმაციას უკეთებთ ყველა ჭორს, რაც ამ ქალბატონს მოუბოდია და საკუთარ დამაჯერებლობას აყენებთ დარტყმის ქვეშ. ვბრაზობ, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ვისმენ და "რამ გაგაჩინათ ასეთი ლამაზი?" - ესაა ყველაზე კრიტიკული კითხვა.

მოკლედ, დაფიქრებას გირჩევთ. სახალხო პროტესტის გარდა, თქვენ ბიძინა ივანიშვილისგან ვერაფერი დაგიცავთ - აღარ არსებობს სასამართლო, დასავლეთს კი უამრავი, საკუთარი თავის ტკივილი აქვს და აღარ ვიცით, მათი მხარდაჭერა სადამდე იქნება ეფექტური.

ნუ გაუიოლებთ ადამიანებს სახლში დარჩენას”, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge