სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა
- მსოფლიო
- 13.02.2017
- 16:51
სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა. შემთხვევა ჩინეთის ანჰოის პროვინციაში სკოლასთან მოხდა. ერთი ბავშვი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპული 8 წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. მისი თქმით, ავტომობილის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა. მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200