primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა - საია

  • სამართალი
  • 14.02.2017
  • 15:25
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა - საია

საია მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას.

მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა და საკითხის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებულად სენსიტიური დამოკიდებულებისა, საია გაუმართლებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ პროკურატურის წარმომადგენელთა და არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს - ერთადერთ ინსტანციას საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ - ჯერ არ დაუწყია საქმის განხილვა.

აღნიშნული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებასთან, კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, რომ არ მოხდეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფო ორგანოების განწყობის წინასწარ ფორმირება, რათა არ შეილახოს მისი რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა იმ თავითვე არ იყოს მიკერძოებული. სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე საზოგადოების მხრიდან ყველა პირი უნდა იქნეს აღქმული უდანაშაულოდ.

დეკანოზ მამალაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმპციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ.

საია მოუწოდებს როგორც პოკურატურას, ისე ცალკეულ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge