პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს – “ყველაფერი კარგად იქნება”
- საზოგადოება
- 14.02.2017
- 16:11
ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპერაციის შემდეგ პატრიარქის მდგომარეობის შესახებ პირველ კადრებს ავრცელებს.
"მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს პატრიარქი ვიდეოში.
ექიმის შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურს, რაც შეიძლება დროზე ჩავიდეს საქართველოში.
სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200