მაგიდის სანათი აუქციონზე 2,8 მლნ დოლარად გაიყიდა
- ეს საინტერესოა
- 15.02.2017
- 12:03
ნიუ-იორკში Christie’s-ის აუქციონზე ასი წლის წინ დამზადებული მაგიდის სანათი გაიყიდა. მყიდველი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ლოტში 2,8 მლნ დოლარი გადაიხადა.
საუბარია Pink Lotus-ის მოდელზე, რომელიც 1906 წელს Tiffany Studios-მ ერთადერთ ეგზემპლარად შექმნა. ლამფა, რომელსაც ბრინჯაოს სადგამი აქვს, ვიტრაჟული ტექნიკით არის შესრულებული. მის დასამზადებლად გამოყენებულია 2000-მდე სხვადასხვა ფერის მინის ნატეხი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200