მექსიკაში რადიოქატიური ნივთიერებებით დატვირთული კონტეინერი გაიტაცეს
- მსოფლიო
- 15.02.2017
- 14:34
მეხიკოსა და მექსიკის კიდევ სხვა რამდენიმე პროვინციაში რადიოქატიური ნივთიერებებით დატვირთული კონტეინერის გატაცების გამო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ Twitter-ში მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის საქმეთა კოორდინატორი ლუის ფელიპე პუენტე წერს.
განგაში ექვსი შტატის ტერიტორიაზე გამოცხადდა, სადაც 32 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
”განგაში რადიაციის წყაროს გატაცების გამო კერეტაროს, იდალგოს, მეხიკოს, გუანახუატოს, სან-ლუის-პოტოსისა და მიჩოაკანის შტატებში გამოცხადდა. თუ კი მას (კონტეინერს ) დაინახავთ, აცნობეთ 911-ის სამსახურს და არ გახსნათ ის”, - წერს პუენტე.
რადიოაქტიური მასალები ხშირად ხვდება მექსიკის კრიმინალური დაჯგუფებების ხელში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200