საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვევა
- პოლიტიკა
- 29.10.2015
- 12:17
ხვალ, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200