png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს

  • საზოგადოება
  • 17.02.2017
  • 14:17
აჭარის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს

ახალი ნალექის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტი  შეუფერხებლად  მოძრაობს ყველა მიმართულებით. ბოლო მონაცემებით თოვლის საფარი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 1 მ-მდე მერყეობს. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთო. 

გზები ინტენსიურად იწმინდება ხელვაჩაურშიც. კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.

ქედის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდულია. სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის მონაკვეთი. სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაგა-ბაღში. 

ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებთან და სოფლებთან მიმოსვლა შეზღუდულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა შეუფერხებლად გადაადგილდება ტრანსპორტი  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე. სასწავლო პროცესი არ შედგა 22 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაღში.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. ინტენსიურად იწმინდება გზები სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია. სასწავლო პროცესი არ შედგა 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაგა-ბაღში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ზოგიერთ მონაკვეთებში. ბათუმი-ხულოს მონაკვეთის 44 კმ-ზე მეწყერია ჩამოწოლილი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება ბათუმი-ქედის ცენტრალური მაგისტრალი, ასევე იწმინდება გზა ხულო-გოდერძის უღელტეხილის 106 კმ-დან სათხილამურო ბაზამდე. ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. 

ენერგო-პრო-ჯორჯიას ინფორმაციით აჭარაში შუქი არ მიეწოდება 400 აბონენტს. შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე. ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება რეგიონის ყველა აბონენტს. 

ბათუმსა და ქობულეთში ნალექის რაოდენობა მცირეა, გზებზე შეფერხხებები არ ფიქსირდება.  შპს ,,სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდას. მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge