png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტები ესტუმრნენ

  • საზოგადოება
  • 19.02.2017
  • 11:24
 შსს-ს მომსახურების სააგენტოს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის (Cieca) დელეგაცია ეწვია. 
Cieca-ს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს - შალვა ხუციშვილს და დავით ვარდიაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი სტუმრებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ. სააგენტოს დირექტორთან, ნიკა გელაშვილთან შეხვედრისას, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს. 
დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს და მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს.
Cieca-ს ექსპერტები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. უცხოელმა ექსპერტებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მართვის მოწმობის გაცემის საკითხს დაუთმეს.
Cieca - მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge