“რუსთავი 2”-ის აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა
- საზოგადოება
- 19.02.2017
- 16:03
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მოსულ ადამიანებს მიმართეს არხის ხელმძღვანელებმა და ჟურნალისტებმა.
საპროტესტო აქციაში სამოქალაქო სექტორთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლებრივი დავა მიმდინარეობს. დღეს, ტელეკომპანიამ 18 თებერვალს პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200